პროექტებით სწავლება
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
მთავარი კითხვა:
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები:
- ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
- პროექტის პორტფოლის შექმნა;
- პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
- პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
ტრენინგის შესახებ:
მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)
კურსის შინაარსი:
- მოდული 1: პროექტებით სწავლებათემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზიძირითადი აქტივობები:
- პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
- სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
- თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
- საპროექტო იდეების გენერირება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვათემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასებაძირითადი აქტივობები:- სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
- სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
- შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
- დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
- შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირებითემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესშიძირითადი აქტივობები:- უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
- იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
- საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
- ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
- ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
- ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენათემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვითძირითადი აქტივობები:- სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
- მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
- სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
- მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასებათემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებაძირითადი აქტივობები:- უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
- შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
- თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
- შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
- თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
- შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
- პროექტის გეგმის განახლება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვისთემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზეძირითადი აქტივობები:- დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
- მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
- მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებითთემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორიძირითადი აქტივობები:- კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
- დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის განახლება
- განხორციელების სტრატეგიების განხილვა
- დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
- საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენებათემა: შესწავლილის გაზიარებაძირითადი აქტივობები:- შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
- პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
ქმნის პერსონალურ სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გზამკვლებებს, შეფასებებს და ა.შ.
სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 28 საათზე დასწრება; მე-9 დღეს დასწრება სავალდებულოა; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო
No comments:
Post a Comment